“ჰანოვერის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, კლუბის ხელმღვანელობამ მთავარ მწვრთნელს მიხაელ ფრონცეკს კონტრაქტი 2017 წლის ივლისამდე გაუფორმა.
გერმანელმა სპეციალისტმა გუნდში თურქი თავკაცი ტაიფუნ ქორქუთი 20 აპრილს შეცვალა. ბუნდესლიგის ბოლო ხუთ მატჩში ფრონცეკის შეგირდებმა 2 მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს, ხოლო 1 შეხვედრაში მარცხი იწვნიეს. საბოლოო მიხაელმა “ჰანოვერი” ბუნდესლიგიდან გავარდნისგან გადაარჩინა და გარჯა დაუფასდა კიდეც.