ფეხბურთი

0:45 | 29.05.2015 | ნანახია 0 - ჯერ

ყაზაიშვილმა "ვიტესისთვის" მორიგი გოლი გაიტანა (+VIDEO)

ჰოლანდიაში "ვიტესმა" ევროპის ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში "ჰეერენვენთან" პირველი საფლეიოფო მატჩი სტუმრად გამართა. 21-ე წუთზე ტრაორეს პასით ანგარიში ვაკო ყაზაიშვილმა გახსნა (VIDEO), საბოლოოდ კი მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. კაპიტანმა გურამ კაშიამ და ვაკო ყაზაიშვილმა სრულად ითამაშეს. მე-80 წუთზე მსაჯმა კაშია გააფრთხილა. ფლეი-ოფის საპასუხო მატჩი არნემში 31 მაისს გაიმართება. შეგახსენებთ, ამ წყვილში გამარჯვებული ევროპის ლიგაზე ითამაშებს.

ფინეთის ვეიკაუსლიგის მე-16 ტურში "კტპ" შინ "ლაჰტის" დაუზავდა (0:0). "კტპ-ს" ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი ოსიტაშვილმა სრულად ითამაშა. ფინეთის 12 გუნდიან ჩემპიონატში "კტპ" 10 ქულით მე-9 ადგილზეა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

10:10 | 14.01.2022
KoRBeN DaLLaS (24842)

გილოცავთ ძველით ახალ წელსაც, მაგრამ სიმონე ბაილსი სპორტული ტანვარჯიშის ვარსკვლავია და არა ფიგურული სრიალის.

0.062219