“ჩიკაგო ბულსმა” მთავარი მწვრთნელი ტომ ტიბოდო თანამდებობიდან დაითხოვა. აღნიშნულ ინფორმაციას ESPN.com ავრცელებს.
ტიბოდომ “ხარების” თავკაცის რანგში 5 სეზონი გაატარა, 2015 წლის პლეი-ოფში კი, გუნდთან ერთად, აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში გააღწია, სადაც “კლივლენდ კავალიერსთან” დამარცხდა.
ამერიკელი სპეციალისტს ჩიკაგოელებთან კონტრაქტი 2017 წელს ეწურებოდა და მის თანახმად, 9 მილიონ დოლარამდე უნდა მიეღო, თუმცა, ხელშეკრულება გაწყვეტილ იქნა.
აქამდეც ჩნდებოდა ცნობები, რომ ტიბოდოს “ბულსის” გენერალურ მენეჯერ გარ ფორმანთან და აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტ ჯონ პაქსონთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, საპლეიოფო წარუმატებლობა კი მისი განთავისუფლების კარგ მიზეზად იქცა.