ფეხბურთი

22:00 | 28.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ნიუკასლი” სამ ფეხბურთელს უმიზნებს

პრემიერლიგური “ნიუკასლი”, რომელიც აწ უკვე დასრულებულ სეზონში გავარდნას ძვლივს გადაურჩა, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში გაძლიერებას აპირებს.

Daily Star-ის ცნობით, “კაჭკაჭები” ჩარლი ოსტინის (ქპრ), ჯეიმს ჩესტერისა (“ჰალი”) და პატრიკ ბემფორდის (“ჩელსის” საკუთრებაა და გასულ სეზონში “მიდლსბროში” თამაშობდა იჯარით) დამატებას ეცდებიან.

შეგახსენებთ, რომ განვლილ პრემიერლიგაში “ჯორდები” მე-15 ადგილზე გავიდნენ. თუმცა, ჯონ კარვერის შეგირდებმა ინგლისური ფეხბურთის ელიტაში დარჩენა მხოლოდ ბოლო ტურში გაინაღდეს.

0.115206