ფეხბურთი

21:14 | 28.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლევან კობიაშვილმა მარტვილის საფეხბურთო სკოლის დირექტორს  უმასპინძლა

მარტვილის საფეხბურთო სკოლის დირექტორი ჯესი სურმავა გერმანიაში ლევან კობიაშვილთან რამდენიმე დღე იმყოფებოდა. თუ რა შინაარსის იყოს ეს ვიზიტი და რა სამომავლო პროექტები განიხილეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა და ახალგაზრდა სპეციალისტმა, ამ თემაზე ჯესიმ “მსოფლიო სპორტთან” ისაუბრა.

ჯესი სურმავა: “კობიაშვილთან ჩასვლის მთავარი მიზანი, ბავშვთა ფეხბურთის განვითარების კუთხით გამოცდილების მიღება იყო. ვნახე ბერლინის “ჰერტას” აკადემია, გავეცანი კლუბის კურსს, თუ როგორაა აკადემიის სტრუქტურა დალაგებული და დღევანდელი გამოწვევებიდან გამომდინარე, რაზეა გაკეთებული მთავარი აქცენტები. დავესწარით ბუნდესლიგის მატჩს “ჰერტას” მონაწილეობით. ლევან კობიაშვილი მესაუბრა ჩემპიონატზე, ბუნდესლიგის მარკეტინგზე, მომიყვა რა გათვლებია და როგორ ტარდება ჩემპიონატი. ასევე გავეცანი მუნიციპალიტეტისა და კლუბების თანამშრომლობას, რა როლი აქვს ფედერაცის თავის მხრივ და სახელმწიფოს, როგორ აწარმოებენ ერთად ფეხბურთის განვითარების პროგრამებს. ჯერ შორს ვართ იმ სიმაღლეებთან, რაც გერმანიაში და ზოგადად ევროპის წამყვან საფეხბურთო ქვეყნებში ხდება, მაგრამ შრომით და სწორი მიდგომით, სახელმწიფოს მხრიდან გვერდით დგომის შემთხვევაში აქაც შეიძლება ფიქრი დიდ წარმატებებზე.

მოგეხსენებათ ლევანი აპირებს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და ამ თემაზეც გვქონდა საუბარი. მისი ხედვით მთავარი პრიორიტეტი ბავშვთა ფეხბურთის განვითარება, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ეროვნული ჩემპიონატის დონის ამაღლებაა, რაც საბოლოო ჯამში ავტომატურად აისახება ქართული ფეხბურთის წინსვლაზე. საბოლოო ჯამში ამ ვიზიტმა დამარწმუნა, რომ მარტვილის მუნიციპალიტეტი სპორტის კუთხით რა მიმართულებითაც მიდის, ეს სწორი გზაა და სპორტული აკადემიის, ბაზის მშენებლობა და ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაზე გაწეული შრომა აუცილებლად მოიტანს შედეგს.

0.117672