როგორც “ემპოლის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, მოახლოებული სანაკრებო მატჩების წინ კლუბმა ლევან მჭედლიძის საქართველოს ნაკრებში გამოძახების ცნობა მიიღო.
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ კახა ცხადაძეს ნაკრებში გამოსაძახებელ მოთამაშეთა სია ჯერ არ დაუსახელებია.
9 ივნისს ცხადაძის გუნდი უკრაინასთან ამხანაგურ მატჩს გამართავს. ეს თამაში ავსტრიის ქალაქ ლინცში გაიმართება, 13 ივნისს კი ევრო2016-ის შესარჩევ მატჩში ქართველი ფეხბურთელები სტუმრად პოლონელებს დაუპირისპირდებიან.