გერმანული ბუნდესლიგის ბინადარმა გელზენკირხენის "შალკემ" გუნდის ორ ფეხბურთელს შვეიცარიელ ტრანკილო ბარნეტასა და ავსტრიელ კრისტიან ფუხსს ახალი კონტრაქტები არ გაუფორმა. ამის შესახებ "ხუმარათა" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება. ორივე ზემოხსენებულ მოთამაშეს კლუბთან კონტრაქტები ივნისში ეუწრებათ და ისინი გელზენკირხენს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებენ.
30 წლის ბარნეტა "შალკეში" 2012 წელს, "ლევერკუზენიდან" გადაბარგდა, წლევანდელ სეზონში მან ბუნდესლიგაში 22 თამაში გამართა და 3 გოლი გაიტანა, ხოლო 29 წლის ფუხსი "შალკეს" ღირსებას 2011 წლიდან მოყოლებული იცავდა. წლეულს ბუნდესლიგაში მოედანზე 25-ჯერ გავიდა და მეტოქეებს 2 გოლიც გაუტანა.