ფეხბურთი

18:39 | 28.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

მიშელ პლატინი: "ბლატერი უნდა გადადგეს"

ფიფაში მიმდინარე სკანდალს უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინიც გამოეხმაურა. წარსულში ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელის თქმით, ბლატერმა დაკავებული თანამდებობა უნდა დატოვოს.

"ბლატერი უნდა გადადგეს, მას მეტი აღარაფერი შეუძლია. მას შევხვდი, ვუთხარი, რომ ფეხბურთისთვის კარგი იქნებოდა თუ ფიფას პრეზიდენტის თანამდებობას დატოვებდა - მან მიპასუხა, რომ ახლა უკვე გვიანია", - ამბობს პალტინი.

ფიფაში სკანდალი უკვე მეორე დღეა მძვინვარებს და ჯერჯერობით კარგი დასასრული არ უჩანს. როგორც ცნობილია, გუშინ, შვეიცარიაში სამართალდამცავებმა ფიფას 14 ჩინოვნიკი დააკავეს.

0.141138