ფეხბურთი

17:55 | 28.05.2015 | ნანახია 1490 - ჯერ

ანჩელოტი "მილანს" 3 ივნისს უპასუხებს

მადრიდის "რეალიდან" ცოტა ხნის წინ დათხოვნილი კარლო ანჩელოტი უმუშევარია. ცნობილი იტალიელი სპეციალისტი ერთი წლით დასვენებას გეგმავდა, თუმცა მისი ყოფილი გუნდი "მილანი" თავისთან სამუშაოს და გუნდის გაძლიერებას ჰპირდება.

იტალიურ მედიასთან საუბრისას ანჩელოტიმ განაცხადა, რომ "როსონერის" საბოლოო პასუხს ოთხშაბათს, 3 ივნისს ეტყვის.

"გალიანისთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა. ოთხშაბათს "მილანს" საბოლოო პასუხს გავცემ, ვნახოთ რა იქნება", - თქვა ანჩელოტიმ.

კარლო ანჩელოტი "რეალიდან" ორშაბათს დაითხოვეს. იგი "მილანში" 2001-2009 წლებში წარმატებით მუშაობდა და გუნდს სხვა ტიტულებთან ერთად უეფას ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოაგებინა.


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:09 | 28.05.2015
ogafa (10220)

ამას ელოდებიან

20:50 | 28.05.2015
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ანჩელოტის იმედზეა მთელი მილანი

20:28 | 28.05.2015
sabonis (9584)

რას ფიქრობ კარლო, ფულს იძლევან ტრანსფერისთის? წადი. თუ არადა სახლაბუძოდ და 10-ეულში მოსახვედრად არ ღრს წასვლა.

20:25 | 28.05.2015
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

იმედია უშველის

19:57 | 28.05.2015
რენე ფერეირა (6798)

Datanxmdi karlito iqneba ushvelo milans

19:12 | 28.05.2015
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

მიდი კარლო გადაარჩინე მილანი

18:24 | 28.05.2015
M.U2015 (19400)

3 ივნის რა პონტში?

0.120839