მადრიდის "რეალისა" და გერმანიის ნაკრების ნახევარმცველი სამი ხედირა ტურინის "იუვენტუსის" ფეხბურთელი უახლოეს ხანებში გახდება. 28 წლის ფეხბურთელმა ტურინში სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა.
"იუვენტუსი" "შტუტგარტის" ყოფილ ფეხბურთელს ხელში უფასოდ ჩაიგდებს და მასთან ოთხწლიან კონტრაქტს 2019 წლამდე გააფორმებს. თავად ფეხბურთელი კი ანაზღაურების სახით სეზონში 4 მილიონ ევროს და პლუს ბონუსებს მიიღებს.
ხედირა ტურინელთა მეორე შენაძენია არგენტინელი პაულო დიბალას შემდეგ, რომელიც ასევე ტურინში იმყოფება სამედიცინო შემოწმების გასავლელად.
სამი ხედირა იტალიურ გრანდს 1-ელ ივლისს შეუერთდება. მას "რეალთან" კონტრაქტი საბოლოოდ 30 ივნისს ეწურება.
გერმანელი მოთამაშე მადრიდულ გუნდში 2010 წლიდან მოყოლებული ასპარეზობდა. მიმდინარე სეზონში კი "სამეფო გუნდის" რიგებში ესპანეთის ლა ლიგაში მხოლოდ 11 შეხვედრა ჩაატარა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
Xedira pogbas shemcvlelad undat?
მოსულიყავი მანჩეში ძირითადში მაინც გექნებოდა შანსი ეხლა ხეხე ტურინში სკამი
ცუდი არაა ნაღდად
მანიუში მინდოდა 4 ლიმოს ევანსს ვაძლევტ მარა გადაყვნენ ამ გუნდოგანს არადა არც მოდის
ძალიან კარგი!! გამოდგება!
ხედო გამოადგებათ
მილანის ოფიცალზე ეწერა გამოიყო 150 ლიმონ და კიდე + 50 იგეგმებაო
მიდი იუვე....იქნბა ახლა მილანმაც იყიდოს ვინმე....და წამოიწიოს ისევ იტალიის ჩემპიონატი