ფეხბურთი

16:52 | 28.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთი იტალიას გაუტოლდა

ევროპა ლიგის 2014-2015 წლების სეზონის გათამაშება ესპანურმა "სევილიამ" მოიგო, რომელმაც ამ ტურნირში ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა, ჯამში კი უკვე მეოთხედ (უეფას თასიც იგულისხმება).

"სევილიას" აღნიშნული წარმატების შედეგად ესპანეთი ამ ტურნირზე გამარჯვებების რაოდენობით იტალიას გაუთანაბრდა. ახლა, ორივე ზემოხსენებულ ქვეყანას ევროპა ლიგა (უეფას თასი) 9-ჯერ აქვთ მოგებული.

ესპანურმა გუნდებმა უეფას რანგით მეორე ტურნირზე წარმატებას ბოლო 12 წელიწადში უკვე მეშვიდედ მიაღწიეს ("ვალენსია" 2004 წელი, "სევილია" 2006, 2007, 2014, 2015, "ატლეტიკო" 2010, 2012).

თავის მხრივ, "სევილიელ დალაქებზე" მეტჯერ ამ ტურნირზე გამარჯვებისთვის არცერთ სხვა გუნდს არ მიუღწევია. უნაი ემერის გუნდმა ამ მხრივ ტურინის "იუვენტუსსა" და მილანის “ინტერს” გადაასწრო (3 ჩემპიონობა).

მოწინავე ქვეყნების სტატისტიკური მონაცემები შემდეგნაირია:

იტალია - 9 ჩემპიონობა (6 წაგებული ფინალი)

ესპანეთი - 9 (5)

ინგლისი - 7 (5)

გერმანია - 6 (8)

ჰოლანდია - 4 (2)

პორტუგალია - 2 (5)

შენიშვნა: მონაცემები შედგენილია უეფას თასის მიხედვითაც.

0.521118