ზაპოროჟიეს “მეტალურგის” ნახევარმცველი ვალერიან გვილია უკრაინის 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებში მიიწვიეს. უკრაინელები ვალერი ლობანოვსკის სახელობის მემორიალისთვის ემზადებიან, რომელიც 1-ელ ივნისს დაიწყება და გუნდის მთავარმა მწვრთნელმ სერგეი კოვალეცმა ქართველი ფეხბურთელიც მიიწვია.
21 წლის გვილია ზუგდიდშია დაბადებულ-გაზრდილი და ადგილობრივ საფეხბურთო სკოლა “ბაიაში” ვარჯიშობდა. შემდეგ, “ზუგდიდს” მიაშურა. კობა ჟორჟიკაშვილის ხელმძღვანელობით მას საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებშიც უთამაშია.
როგორც უკვე უკრაინის მოქალაქე, გვილია 2012-2013 წლების სეზონში “მეტალურგის” 19-წლამდელთა გუნდში გამოდიოდა, ხოლო შარშან 21-წლამდელების ღირსებას იცავდა.
მიმდინარე სეზონში გვილია ზაპოროჟიელთა პირველ გუნდში დააწინაურეს, სადაც 11 მატჩი ჩაატარა.
მის გარდა, კოვალეცმა 21-წლამდელთა ნაკრებში ლვოვის “კარპატის” ნახევარმცველ ამბროსი ჩაჩუას უხმო,