ფეხბურთი

15:17 | 28.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

"სიტი" პოგბაში “მსუყე თანხას” იძლევა

ტურინის "იუვენტუსის" ფრანგი ნახევარმცველის პოლ პოგბას ირგვლივ სატრანსფერო სიახლეები უკვე ყოველდღე ვრცელდება. ინგლისური გამოცემა "სანის" ინფორმაციით, 22 წლის ფეხბურთელი ზაფხულში შესაძლო მანჩესტერში დაბრუნდეს, ოღონდ არა "იუნაიტედში", არამედ "სიტიში". ინგლისელი ჟურნალისტების ვარაუდით, "ქალაქელები" მზად არიან იტალიელებს ფეხბურთელის სანაცვლოდ 120 მილიონი ევრო გადაუხადონ.

პოგბას მიმართ ინტერესს ლამის ყველა ევროპული წმაყვანი კლუბი იჩენს, თუმცა აქამდე ტურინული გუნდი მის გასხვისებას კატეგორიულად გამორიცხავდა.

პოლ პოგბა "იუვენტუსში" 2012 წლიდან მოყოლებული თამაშობს და გუნდის ერთ-ერთ საკვანძო ფიგურად ჩამოყალიბდა. მიმდინარე სეზონში პოგბამ სერია A-ში 25 მატჩში 8 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120494