კატალონიის "ბარსელონას" ურუგვაელი თავდამსხმელი, რომელსა მარცხენა ფეხის ტრავმა ჰქონდა, ესპანელი ჟურნალისტების ვარაუდით, უკვე გამოჯანმრთელდა და "ბლაუგრანას" სამეფო თასის ფინალში, "ბილბაოს" წინააღმდეგ დაეხმარება. სუარესს ტრავმის გამო ლა ლიგის ბოლო ორი ტურის მატჩი გაუცდა და მისი თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, ტუმცა სამხრეთამერიკელმა, როგორც ჩანს მწყობრში ჩადგომა მოასწრო.
პირინეული მედიის ცნობით, "ბარსას" სამედიცინო შტაბი გარისკვას არ აპირებს და სუარესი "ატლეტიკის" წინააღმდეგ მოედანზე მხოლოდ იმ შემთხვევაში გავა, თუ 100%-ით მზად იქნება.
მოგეხსენებათ, "ბარსელონას" ესპანეთის თასის ფინალის შემდეგ, სეზონის მთავარი მატჩი ელოდება - 6 ივნისს, კატალონელები ჩემპიონთა ლიგის ფინალში ტურინის "იუვენტუსს" შეხვდებიან.