ფეხბურთი

14:32 | 28.05.2015 | ნანახია 657 - ჯერ

მარადონა: “ხომ ვამბობდი!”

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა, რომელმაც ცოტა ხნის წინ იოზეფ ბლატერს მაფიოზი უწოდა, ხოლო მისი ორგანიზაცია კორუფციაში ჩაძირულად მოიხსენია, ფიფას მაღალჩინოსნების სკანდალს გამოეხმაურა.

“მეუბნებოდნენ, რომ ჩემი ბრალდებების გამო გიჟი ვარ. ფედერალური გამოძიების ბიურომ აჩვენა სინამდვილეში ფიფას შიგნით რაც ხდება. ამერიკელებმა სერიოზული სამუშაო გასწიეს და ახლა ხალხს უნდა აუხსნან რა მოხდა და მომავალში რა იქნება. ქრთამად აღებული ფული უნდა დააბრუნებინონ და აფრიკელი ბავშვების საწვრთნელ ბანაკებში ჩადონ. ფიფას 1,5 მილიარდი დოლარის რეზერვი აქვს, როდესაც ზოგი მოთამაშე თვეში 150 დოლარს იღებს.

ეს უკვე ფეხბურთი არაა. ეს ტოტალური ტყუილია და მხოლოდ იმისთვის, რომ ბლატერი კიდევ ერთხელ აირჩიონ. ახლა ვნახოთ კიდევ აირჩევენ თუ არა. სად ბრძანდებოდა ეს ვაჟბატონი, როდესაც მოქრთამვა ხდებოდა?” – განაცხადა მარადონამ Radio La Red-თან საუბარში.

თეგებიმარადონა

კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:23 | 19.07.2019
ogafa (10230)

ყოჩაღ

22:23 | 18.07.2019
რაჭა (10043)

ამ თამაშით რა უნდა თქვა, მაგრამ ორივე უკრაინელი ნორმალურია...ეს შულაია რატომაა "დინამოში"???

23:27 | 18.07.2019
alfadhirhaiti (7530)

შულაია არ ვიცი და ის თავდამსხმელი რატომაა დინამოში?

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.059326
657