ფეხბურთი

14:06 | 28.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

რეიესი ევროპა ლიგის სამგზის გამარჯვებულია

“სევილიას” ნახევარმცველი ხოსე ანტონიო რეიესი მეოთხე ფეხბურთელია, რომელსაც სამჯერ ევროპა ლიგა ან მისი წინამორბედი ტურნირი უეფას თასი მოუგია.

31 წლის ფეხბურთელმა “სევილიასთან” ერთად ევროპა ლიგაზე 2014 და 2015 წლებში გაიმარჯვა. მანამდე მან რანგით მეორე ევროპული საკლუბო ტურნირი თასი მადრიდის “ატლეტიკოს” რიგებში 2010 წელს მოიპოვა.

უეფას თასზე ასევე სამ-სამჯერ რეი კლემენსს (“ლივერპული” და “ტოტენჰემი”), ჯუზეპე ბერგომისა და ნიკოლა ბერტის (ორივე “ინტერი”) გაუმარჯვიათ.

0.137252