ფეხბურთი

13:55 | 28.05.2015 | ნანახია 953 - ჯერ

მოურინიო: “ახალი ფეხბურთელის დამატებას არ ვგეგმავთ”

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელის ჟოზე მოურინიოს განცხადებით გუნდი გაძლიერებას არ საჭიროებს. მოურინიოს თქმით მთავარია გუნდმა ფეხბურთელები შეინარჩუნოს.

“ჩვენ გეგმებში ახალი ფეხბურთელის დამატება არ შედის. როგორ შეიძლება ვიპოვო დიეგო კოშტაზე ძლიერი ფეხბურთელი? ან მატიჩზე ძლიერი ნახევარმცველი და ივანოვიჩზე ძლიერი მარჯვენა მცველი?”, - განაცხადა პორტუგალიელმა.

მოურინიომ ამ თემაზე ტაილანდში გასამართი ამხანაგური შეხვედრის წინ ისაუბრა. 30 მაისს ლონდონის “ჩელსი” ტაილანდის ჩემპიონატის ვარსკვლავთა გუნდს დაუპირისპირდება.

“ჩელსი” 2014-15 წლების სეზონში ინგლისის პრემიერლიგის გამარჯვებული გახდა. ასევე მოიპოვა ინგლისის ლიგის თასი.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:04 | 28.05.2015
TERRY 26 LAMPARD 8 (3422)

მოუ რატომ გვაბოლებ??? მინიმუმ 2 ნახევარმცველი და ერთი ფორვარდია საჭირო,არამგონია ჯერ შენ შანსი მისცე ახალგაზრდებს,ჯერჯერობით ყოველშემთხვევაში,და ჩემიაზრითაც ადრეა მაგატთვის ძირითადი გუნდი,ასერომ ჯობია მინიმუმ 3კაცი იყიდო და რათქმაუნდა ცენზურები უნდა მოიშორო თავიდან.

14:29 | 28.05.2015
pupone10 (1042)

ხოდა თუ არავის დაიმატებს კი მიაღწევს ლიგაზე ისეთივე წარმატებას როგორსაც წელს, ხოლო დასუსტებული პრემიერ ლიგის მოგების ფავორიტი კვლავაც იქნება, უბრალოდ მომავალ წელს უფრო გაუჭირდება, რადგან მგონია რომ მანჩესტერი მნიშვნელოვნად მოძლიერდება, ფეხბურთელებიც შეთამაშდებიან უკეთესად და უდიდეს წინააღმდეგობას გაუწევენ.

14:20 | 28.05.2015
AZARISHVILI (788)

martali tqva kacma. magati shemcvlelis damateba namdvilad ar aris sajiro dziritadic xalxi arian egeni. mara ert forvards uejveli daimatebs radgan chelsis legenda drogba wavida chelsidan da jose ori forvardit sezons ar atarebs xolo idealuri varianti benteke an falkao iqneba. aseve ert zamenis naxevarmcvels daimatebs radgan mikeli midis. kargi iqneba koke. matichi da koke centrshi da fabre win aweuli. da erti shemtevi uejveli radgan ramiresi wava da shesadzloa guardadoc wavides. idealuri variantia griezmani romeltanaac titqmis mogvarebuli aq chelsis atletikostan ukve. marcxniv hazari, marjvniv griezmani, shuashi oskari da forvardad coshta. mcveli ar gvinda zouma gvyavs rom rame moxdes

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120547
სარეკლამო ადგილი - 99
X x X