ნიკოლოზ ბასილაშვილის კვალად, საფრანგეთის ღია პირველობაში ძალები ოქსანა კალაშნიკოვამაც სცადა, თუმცა, ბოლოდროინდელი ტრადიციის თანახმად, მან წყვილთა ბადეში ითამაშა და არა – ერთეულებში.
კალაშნიკოვა ბულგარელ ცვეტანა პირონკოვას შეუწყვილდა და პირველ რაუნდში გამოცდილ დანიელა ჰანტუხოვას და სამანტა სტოსურს დაუპირისპირდა.
სლოვაკმა და ავსტრალიელმა ჩოგბურთელებმა 6:2, 7:5 მოიგეს და როლან გაროსის მე-2 რაუნდში მე-3 რეიტინგის მქონე უნგრელ ბაბოშს და ფრანგ მლადენოვიჩს გაეჯიბრებიან.