გამთენიისას ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის მეხუთე შეხვედრა გაიმართა.
“გოლდენ სტეიტმა” შინ “ჰიუსტონს” 104:90 მოუგო და სერიაში ანგარიში 4:1 გახადა, რაც იმას ნიშნავს, რომ “მეომრები” დასავლეთ კონფერენციის ჩემპიონები გახდნენ. “გოლდენ სტეიტმა” თავის ისტორიაში დასავლეთ კონფერენცია მეოთხედ მოიგო. ოკლენდელების ბოლო გამარჯვება შორეულ წარსულში 1975 წელს დააფიქსირდა. კალიფორნიელებს ზუსტად 40 წელი დასჭირდათ ამ შედეგის გასამეორებლად. ამრიგად ნბა-ს სუპერფინალში “გოლდენ სტეიტი” “კლივლენდ კავალიერსს” დაუპირისპირდება. პირველი შეხვედრა 5 ივნისს ოკლენდში გაიმართება. დუელში მოედნის უპირატეოსბა “მეომრებს” აქვთ.
რაც შეეხება უშუალოდ საამდილაო შეხვედრას. “ჰიუსტონმა” პირველი პერიოდი 5 ქულით მოიგო, მეორე 11-ით წააგო, ბოლო მეოთხედში 8 ქულიანი მარცხი იწვნია და სერიაში 1:4 დამარცხდა. ცუდად გამოიყურებოდა ტეხასელთა ლიდერი ჯეიმს ჰარდენი, რომელმაც ბურთი 13-ჯერ დაკარგა. დუაიტ ჰოვარდმა ორმაგი დუბლი შეასრულა - 18 ქულა, 16 მოხსნა. “მეომრებში” სტეფ კარი 26 ქულით გამოირჩა.
“გოლდენ სტეიტ უორიორსი” – “ჰიუსტონ როკითსი” 104:90 (17:22, 35:24, 22:22, 30:22)
“გოლდენ სტეიტი”: კარი (26 ქ. 8 მ. 6 პ. 5 ჩ.), ბარნსი (24 ქ. 7 მ.), ტომპსონი (20 ქ.), ეზელი (12 ქ. 9 მ.), გრინი (9 ქ. 13 მ.), ბარბოსა (7 ქ.), იგუადალა (6 ქ.)
“ჰიუსტონი”: ჰოვარდი (18 ქ. 16 მ. 4 ბ.), ტერი (16 ქ.), ბრიუერი (16 ქ.), არიზა (15 ქ.), ჰარდენი (14 ქ. 6 მ. 5 პ.), სმიტი (11 ქ.)
https://www.youtube.com/watch?v=mL7QDUrxGUw
სერია “გოლდენ სტეიტმა” 4:1 მოიგო