ფეხბურთი

12:53 | 28.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“მილანმა” ანჩელოტის 3-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა

ჩრდილოიტალიის საფეხბურთო კლუბის “მილანის” ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი მოსალაპარაკებლად კარლო ანჩელოტის შეხვდა.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, “მილანის” პრეზიდენტი სილვიო ბერლუსკონი მზადაა მადრიდის “რეალიდან” გაშვებულ 55 წლის სპეციალისტთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმოს და წელიწადში 4 მილიონი ევრო გადაუხადოს.

იმ შემთხევაში თუ ანჩელოტი წინადადებას დათანხმდება, ბერლუსკონი მზადაა კლუბში 120 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელოს.

ანჩელოტი “მილანს” 2001-2009 წლებში წვრთნიდა. ხსენებულ პერიოდში მან თითოჯერ იტალიის ჩემპიონატის, ქვეყნის თასი და სუპერთასი მოაგებინა, ორჯერ უეფას ჩემპიონთა ლიგა, უეფას ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოაგებინა.

0.127728