უკრაინული “დნიპროს” ბრაზილიელმა თავდამსხმელმა მატეუსმა, რომელმაც ევროპის ლიგის ფინალში “სევილიასთან” 2:3 წაგებული მატჩის მიწურულს ტრავმა მიიღო, რამდენიმე საათი საავადმყოფოში გაატარა.
32 წლის ფეხბურთელმა დაზიანება მეტოქესთან შეჯახებისას მიიღო, მაგრამ თამაში გააგრძელა, რამდენიმე წუთში კი, ყველასგან მოულოდნელად მოედნის ცენტრში დავარდა. კლუბის ექიმების დახმარების შემდეგ, მატეუსი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
“დნიპროს” ოფიციალური საიტის ცნობით, იქ მან რამდენიმე საათი გაატარა და გამოკვლევამ ცხადყო, რომ ბრაზილიელს ცხვირი ჰქონდა გატეხილი და თავი დაზიანებული. მოგვიანებით, მატეუსი თანაგუნდელებს სასტუმროში შეუერთდა.