კალათბურთი

1:14 | 28.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინმა და პულენმა სეზონი დაასრულეს

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების კალათბურთელებმა გიორგი შერმადინმა და ჯეიკობ პულენმა სეზონი დაასრულეს. შერმადინის “კანტუმ” და პულენის “ენელ ბრინდისიმ” იტალიის ჩემპიონატის მეოთხედფინალში სერიის გადამწყვეტი მე-5 მატჩები წააგეს.

კანტუელები “უმანა ვენეციას” შინ მოგებული 2 მატჩის კვალად ესტუმრნენ, თუმცა, ბოლო ნაბიჯის გადადგმა ვეღარ მოახერხეს – 88:73.

ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და 22 წუთში 6 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. შერმადინმა 2-ვე ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ერთხელ დაჯარიმდნენ.

სარგებლიანობის კოეფიციენტის მიხედვით, გიორგი თანაგუნდელთაგან მხოლოდ ავუდუ აბასს ჩამორჩა, რომელმაც 15 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა.

კიდევ უფრო უიმედოდ დამარცხდა პულენის კლუბი, რომელიც “რეჯიო ემილიას” სტუმრობდა – 62:86. ჯეიკობმა მოედანზე ორივე გუნდიდან ყველაზე მეტი – 36 წუთი გაატარა და 15 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა.

ქართული პასპორტის მქონე ამერიკელმა უკანახაზელმა 4-დან 2 ორქულიანი, 8-დან 3 სამქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, არ დაჯარიმებულა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 5-ჯერ დაირღვა.

პულენის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 16-ს უწია, მასზე უკეთესი მაჩვენებელი (17) კი ჯეიმს მეისს ჰქონდა, რომელმაც ორმაგი დუბლი (13 ქულა, 10 მოხსნა) შეასრულა.

0.113792