ქართველმა ჩოგბურთელებმა ალექსანდრე მეტრეველმა და გიორგი ცივაძემ პანტიანში მიმდინარე 10-ათასიანი ტურნირის მეოთხედფინალში გააღწიეს.
მე-7 ნომრად განთესილმა მეტრეველმა კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული – ჰოლანდიელი ლენერტ ვან დერ ლინდენი 6:1, 6:4 დაამარცხა და მომდევნო წრეში პირველი რეიტინგის მქონე პოლონელ გჟეგოჟHპანფილს გაეჯიბრება.
მეოთხედფინალშია გიორგი ცივაძეც, რომელმაც ბელგიელ სტიინ მეულემანსს 6:2, 6:3 სძლია. მისი მომავალი მეტოქე პოლონელ დრჟევიეჩკს და ავსტრიელ ლინცერს შორის უმჯობესი იქნება.
მერვედფინალურ მატჩს ხვალ ჩაატარებს გიორგი ჯავახიშვილი. მისი მეტოქე მე-2 ნომრად მიჩნეული რუსი ვიკტორ ბალუდა იქნება.
წყვილთა ტურნირში შოთა მეფარიძემ და ხსენებულმა მეულემანსმა ცივაძეს და ამერიკელ ვიკტორ გურევიჩს 6:2, 6:3 სძლიეს და მეოთხედფინალში პოლონურ დუეტს (ჩიასი-ნოვაკი, მე-3 განთესვა) დაუპირისპირდებიან.
ამავე ეტაპზე მე-4 განთესვის მქონე ჯავახიშვილი და მეტრეველი ძალებს ალექსანდრე ბაკშისთან და ნიკა დოლიძესთან მოსინჯავენ.