ფეხბურთი

20:37 | 27.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქპრ-ს ექვსი ფეხბურთელი დატოვებს

როგორც ქპრ-ს ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ინგლისის პრემიერლიგიდან გავარდნილ გუნდს ექვსი ფეხბურთელი დატოვებს. ესენი არიან: ბრაიან მერფი, რიჩარდ დანი, რიო ფერდინანდი, შონ რაიტ-ფილიპსი, ჯო ბარტონი და ბობი ზამორა. ხსენებულ ფეხბურთელებს ლონდონელებთან კონტრაქტი ივნისის თვეში ეწურებათ, კლუბის მხრიდან კი ხელშეკრულების გახანგრძლივების სურვილი არ ყოფილა.

ქპრ-ს ხელმძღვანელობამ კლუბში დარჩენა 28 წლის არგენტინელ ნახევარმცველ ალეხანდრო ფორლინსა და 36 წლის მცველ კლინტ ჰილს შესთავაზა.

ქპრ-მ ინგლისის პრემიერლიგის 2014-15 წლების სეზონი 30 ქულით ბოლო ადგილზე დაასრულა. გუნდმა სეზონი ჰარი რედნაპის ხელში დაიწყო, შემდეგ მთავარი მწვრთნელის მოვალეობას დროებით ლეს ფერდინანდი და კრის რემსი ასრულებდნენ, შემდეგ კი მთავარი მწვრთნელად კრის რემსი მოგვევლინა. ლიგიდან გავარდნის მიუხედავად რემსი ინარჩუნებს გუნდის თავკაცის პოსტს.

თეგებიქპრ
0.111451