საფრანგეთის ღია პირველობაზე პირველი ხმაურიანი სენსაცია დაფიქსირდა. “როლან გაროსის” შარშანდელი ფინალისტი, მსოფლიოს მესამე ჩოგანი რუმინელი სიმონა ჰალეპი 70-ე ჩოგანთან, ხორვატ ლუჩიჩ-ბარონთან 5:7, 1:6 დამარცხდა.
შეხვედრა საათსა და 13 წუთს მიმდინარეობდა. ლუჩიჩ-ბარონმა 4 ეისი ჩააწოდა და 5 ბრეიკი შეასრულა. ჰალეპმა 2 ბრეიკი გააკეთა და ვერც ერთი ეისი ვერ ჩააწოდა. ჯამში ხორვატმა 63 გათამაშება მოიგო, ხოლო ჰალეპმა – 44.
შეგახსენებთ, რომ სიმონა ჰალეპმა 2014 წელს “როლან გაროსის” ფინალში გააღწია, სადაც მარია შარაპოვასთან (4:6, 7:6, 4:6) წააგო.
ამრიგად, რუმინელი ამ მარცხით 1300 ქულას დაკარგავს და რეიტინგში მინიმუმ ერთი საფეხურით ჩამოქვეითდება.
ჰალეპი – ლუჩიჩ-ბარონის მატჩის მნიშვნელოვანი მომენტები: