ჩოგბურთი

18:36 | 27.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერი მესამე წრეშია

დიდი სლემის ტურნირების 17-გზის ტრიუმფატორმა როჯერ ფედერერმა საფრანგეთის ღია პირველობის წლევანდელი ტურნირის მეორე წრის ბარიერი წარმატებით დაძლია. 33 წლის შვეიცარიელმა 4 წლით უმცროსი ესპანელი მარსელ გრანოლიერსი 6:2, 7:6, 6:3 დაამარცხა.

საათსა და 48 წუთის განმავლობაში როჯერმა 5 ბრეიკი და 3 ეისი შეასრულა. ფედერერი მეოთხედ შეხვდა სადღეისოდ რეიტინგის 57-ე ნომერ გრანოლიერსს და მეოთხედაც მოახერხა პირენელის დამარცხება.

მსოფლიო კლასიფიკაციაში მეორე საფეხურზე მყოფი ფედერერის მომდევნო ოპონენტს კვიპროსელი მარკოს ბაღდატისისა და ბოსნიელი დამირ ჯუმხურის მატჩი გამოავლენს.

0.11514