“ბარსელონას” ურუგვაელმა ფორვარდმა ლუის სუარესმა გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა. აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
პრიმერადივიზიონის ბოლო ტურის მატჩი “ბარსელონა”- “დეპორტივო” (2:2) სუარესმა მუხლის მყესების ტრავმის გამო გამოტოვა.
30 მაისს ესპანეთის თასის ფინალში “ბარსელონა” “ატლეტიკოს” დაუპირისპირდება, მიიღებს თუ არა ამ შეხვედრაში სუარესი მონაწილეობას ჯერჯერობით უცნობია.
2014-15 წლების სეზონში ურუგვაელმა თავდამსხმელმა პრიმერადივიზონში 16 გოლი გაიტანა.