ლონდონის “ჩელსის” 34 წლის კაპიტანმა ჯონ ტერიმ განაცხადა, რომ “ჩელსიში” კარიერის დასრულება უნდა.
“მინდა კარიერა “ჩელსიში” დავასრულო. თუ “ჩელსიმ” კონტრაქტი არ გამიხანგრძლივა და მე თამაში მენდომება, რა თქმა უნდა, სხვა გუნდში მომიწევს წასვლა, მიუხედავად იმისა, რომ ამის სურვილი არ მაქვს. ახალ იმ ასაკში ვარ, როცა ჩემი სამუშაო ადგილი მარტო ჩემზე არ არის დამოკიდებული, არამედ ჩემს ოჯახზე, რომელიც ლონდონში ცხოვრობს. ჩემი ნება რომ იყოს, კარიერას “ჩელსიში” დავამთავრებდი. როცა თამაში დავიწყე, ვიფიქრე, რომ 35 წლის ასაკში ფეხბურთს თავს დავანებებდი, მაგრამ ახლა ჩემი მიზანია ამ ასაკის შემდეგაც ვითამაშო”- განაცხადა ჯონ ტერიმ.
ტერის ლონდონურ კლუბთან კონტრაქტი 2016 წლის ზაფხულში ეწურება.