ფეხბურთი

17:10 | 27.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“დნიპრო” ნერვიულობს

ჯაბა კანკავას “დნიპროს” მთავარმა მწვრთნელმა მირონ მარკევიჩმა ევროპის ლიგის ფინალის წინ Football-espana-სთან განაცხადა, რომ მისი გუნდი ძალიან ნერვიულობს.

“თუ ვიტყვი, რომ ჩემი ფეხბურთელები არ ნერვიულობენ, მაშინ ტყუილი გამომივა. მნიშვნელოვანია, რომ ეს დავივიწყოთ. “სევილიას” შეუძლია ბევრი მომენტი შექმნას, მაგრამ ჩვენ ისინი უნდა გავანეიტრალოთ. “სევილია” “ნაპოლის” მსგავსი გუნდია, რაც იმედია დაგვეხმარება”- განაცხადა მარკევიჩმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისის დროით 22:45 საათზე, ევროპის ლიგის ფინალი გაიმართება, სადაც “დნიპრო” – “სევილიას” დაუპირისპირდება.

0.128333