ინგლისური მედიის ინფორმაციით, აკაკი გოგიას ახალი გუნდი ჩემპიონშიფის ბინადარი “ბრენტფორდი” მთავარ მწვრთნელად მარკ უორბარტონის ნაცვლად ჰოლანდიური “ექსელსიორის” თავკაც მარინიუს დეიკჰიუზენს დანიშნავს.
ჰოლანდიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ ჯერ ერედივიზიონის გუნდს არ ტოვებს, თუმცა ინგლისელებთან მოლაპარაკებას აპირებს და ყველაფერი უახლოეს მომავალში გაირკვევა.
ჰოლანდიელი სპეციალისტის სამწვრთნელო კარიერა სწორედ “ექსელსიორში” 2014 წელს დაიწყო. ერედივიზიონის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ბიუჯეტის მქონე გუნდი მისი ხელმძღვანელობით ჩემპიონატში მე-15 ადგილზე გავიდა და ქვედა ლიგის საგზურს მხოლოდ 4 ქულით გაუსწრო. დეიკჰიუზენის გაწვრთნილმა გუნდმა 6 მატჩი მოიგო, 14 ფრედ ითამაშა და 14 წააგო.