ფეხბურთი

15:06 | 27.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფიფა მიმდინარე გამოძიებას დადებითად აფასებს და საპრეზიდენტო არჩევნების გადადებას არ აპირებს

მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის ფიფას პრესატაშემ უალტერ დე გრეგორიომ შვეიცარიის ქალაქ ციურიხში საფეხბურთო ჩინოვნიკების დაჭერასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

თავდაპირველად დე გრეგორიომ დაადასტურა, რომ ფიფას პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი და გენერალური მდივანი ჯერომი ვალკე აღნიშნულ სკანდალში არ ფიგურირებენ. პრესატაშემ განაცხადა, რომ ფიფა დაზარალებული მხარეა და ახლა ორგანიზაციას რთული მომენტი უდგას.

პრესკონფერენციაზე აგრეთვე ხაზგასმით აღინიშნა, რომ რუსეთსა და ყატარში 2018 და 2022 წლის მუნდიალის ჩატარებას საფრთხე არ ემუქრება. ამავდროულად, უალტერის თქმით, ფიფას საპრეზიდენტო არჩევნები აღნიშნული სკანდალის გამო არ გადაიდება და როგორც დაგეგმილი იყო, 29 მაისს ჩატარდება.

“აღნიშნული გამოძიება ფიფასთვის კარგია. რეპუტაციის თვალსაზრისით კარგი სურათი არ გვაქვს, მაგრამ საქმის გამოძიებით და დანაშაულებების აღმოფხვრის მიზნით, შედეგი კარგია. მშვენიერი დღე არაა, მაგრამ კარგი დღეცაა. პროცესი მიმდინარეობს და მოუთმენლად ველოდებით საბოლოო შედეგს. ბლატერი კორუფციულ გარიგებებში ჩათრეული არაა და იგი მთლიანად კონგრესზეა ფოკუსირებული. სტრესი მას გუშინდელთან შედარებით დიდი აქვს, მაგრამ იგი დაისვენებს და რა შედეგსაც მივიღებთ, იმას დაემორჩილება. ბლატერი ოფისში არ ცეკვავს, მშვიდადაა. ამით იმის თქმა მინდოდა, რომ ბედნიერი ამჟამად არაა.” – განაცხადა დე გრეგორიომ.

შვეიცარიაში სამართალდამცავებმა კორუფციისა და ფულის გათეთრების ბრალდებით ფიფას 14 ჩინოვნიკი დააკავეს და უახლოეს მომავალში აშშ-ს გადასცემენ. გამოძიება 1990-იანი წლებიდან დაიწყო და დღემდე მიმდინარეობს, ბრალდებულთა შორის არიან:

ჯეფრი უები - ფიფას ვიცე-პრეზიდენტი, აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, კონკაკაფის პრეზიდენტი, კარიბის ფეხბურთის კავშირის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი და კაიმანის კუნძულის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი.

ედუარდო ლი - ფიფას და კონკაკაფის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი. კოსტა რიკის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი.

ხულიო როხა - ფიფას განვითარების ოფიცერი. ცენტრალური ამერიის ფეხბურთის კავშირის და ნიკარაგუის ფეხბურთის ფედერაციების ყოფილი პრეზიდენტი.

კოსტას ტაკასი - კონკაკაფის პრეზიდენტის მოადგილე. კაიმანის კუნძულის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი გენერალური დირექტორი.

ჯეკ უარნერი - ფიფა ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, კონკაკაფის პრეზიდენტი, კარიბის ფეხბურთის ასოციაციის და ტრინიდადი და ტობაგოს ფეხბურთის ფედერაციის სპეციალური მრჩეველი.

ეუგენიო ფიგერედო - ფიფას ვიცე-პრეზიდენტი და აღმასრულებელი კომიტეტის წევრი. კონმებოლისა და ურუგვაის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი.

რაფაელ ესკიველი - კონმებოლის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი და ვენესუელის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი.

ხოსე მარია მარინი - ფიფას ოლიმპიური ფეხბურთის ორგანიზების კომიტეტის წევრი. ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი.

ნიკოლას ლოესი - ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის ყოფილი წევრი და კონმებოლის პრეზიდენტი.

აღნიშნულ პიროვნებებთან ერთად კიდევ ხუთი ადამიანია დაკავებული, რომლებიც სპორტული მარკეტინგის წარმომადგენლები არიან.

თეგებიფიფა
0.139494