new york times-ის ინფორმაციით, შვეიცარიაში სამართალდამცავებმა დილით სპეცოპერაცია ჩაატარეს, ფიფას რამდენიმე ოფიციალური პირი დააკავეს და მათ ექსტრადირებას ამერიკის შეერთებული შტატების მოახდენენ, რათა ბრალი წაუყენონ.
წინასწარი ინფორმაციით, დაკავებულია 14 ადამიანი. გავრცელდა ცნობა, თითქოს დაკავებული იყო ფიფას პრეზიდენტი იოზეფ ბლატერიც, თუმცა ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.
ჯეფრი უები (ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის ვიცეპრეზიდენტი), ეუგენიო ფიგერედო (ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის ვიცეპრეზიდენტი), ჯაკ უარნერი (ფიფას ყოფილი ვიცეპრეზიდენტი), ედუარდო ლი, ხულიო როხა, კოსტას ტაკასი, რაფაელ ესკუიველი, ხესე მარია მარინი, ნიკოლას ლოესი – აღნიშნული ადამიანები დაკავებულნი არიან.
პატიმრობა აგრეთვე ემუქრებათ სპორტული მარკეტინგის წარმომადგენლებს ალეხანდრო ბურსაკოს, აარონ დევიდსონს, ჰიუგო ჯინკინსს და მარიანო ჯინკინსს. სამართალდამცავებმა აგრეთვე დააკავეს ხოსე მარგულიესი ქრთამის ფაქტზე.
ეს ადამიანები ფიფაში აშშ-ს და სამხრეთ ამერიკის წარმომადგენლები არიან. მათ 150 მილიონ დოლარზე მეტი ქრთამის სახით გადაიხადეს.
გამოძიება კვლავ მიმდინარეობს. ბლატერი სიაში არ ფიგურირებს, თუმცა სამართალდამცავების განცხადებით, ფიფას პრეზიდენტის დანაშაულებრივ საქმეებში ჩართულობა მცირე პროცენტით მაინც არსებობს.
გამოძიება განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ყატარისთვის და რუსეთისთვის მსოფლიოს ჩემპიონატების მასპინძლობის უფლების გადაცემას.