მსოფლიო რეიტინგსიის ლიდერ ნოვაკ ჯოკოვიჩს შანსი აქვს 1992 წლიდან მოყოლებული პირველი ჩოგბურთელი გახდეს, რომელმაც მიჯრით მოიგო წლის საწყისი 2 სადიდსლემო ტურნირი - ავსტრალიისა და საფრანგეთის ღია პირველობები. ამ შედეგისთვის კი ჯერჯერობით მხოლოდ 8 მოთამაშეს - ავსტრალიელებს ჯეკ კროუფორდს, კენ როზუოლს, ლიუ ჰოდს, როდ ლეივერს და როი ემერსონს, ამერიკელებს ჯიმ კურიესა და დონ ბაჯს, აგრეთვე შვედ მატს ვილანდერს მიუღწევიათ.
წლევანდელი “როლან გაროსი” კი ჯოკოვიჩმა გამოცდილი ფინელის იარკო ნიემინენის 6:2, 7:5, 6:2 სძლია. ნამატჩევს ნოვაკმა შემდეგი განაცხადა: “ფილიპ შატრიეს სახელობის კორტზე თამაში ძალიან მიყვარს. გულშემატკივრებისგან მხარდაჭერას ვგრძნობ. შარშან ნადალთან ფინალი წავაგე, მაგრამ მაყურებელმა ლამის ოვაცია მომიწყო, რაც დამატებით სტიმულს მაძლევს წლეულს საჩემპიონო ტიტულისთვის ვიბრძოლო”.
აქვე მოგახსენებთ, რომ ჯოკოვიჩისა და ნიემინენის ურთიერთშეხვედრათა ანგარიში 5:1 გახდა სერბის სასარგებლოდ.









