კალათბურთი

0:37 | 27.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

მარკოიშვილის ცსკა ვთბ-ლიგის ფინალშია

მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა-მ ვთბ-ლიგის ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, თუმცა, ქართველ კალათბურთელს “ნიჟნი ნოვგოროდთან” ნახევარფინალური სერიის თამაშებში მონაწილეობა არ მიუღია.

მოსკოვში მოპოვებული 2 გამარჯვების კვალად, “არმიელები” ნოვგოროდს ესტუმრნენ და მასპინძლებს იქაც იოლად აჯობეს – 92:80. ცსკა-ს რიგებში 16 ქულით და 8 მოხსნით ანდრეი ვორონცევიჩი გამოირჩა, ალეკსანდრ კაუნმა 15 ქულა ჩააგდო, ნანდო დე კოლომ კი – 14.

ფინალში მოსკოველთა მეტოქე “ლოკომოტივის” და “ხიმკის” დაპირისპირებაში ირკვევა, რომელსაც ყუბანელები 2:1-ს იგებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112574