კატალონიის “ბარსელონას” დირექტორი არიედო ბრაიდა, პოლ პოგბას ტრანსფერთან დაკავშირებით, ტურინელ კოლეგა ჯუზეპე მაროტას შეხვდა. Marca-ს ცნობით, ბრაიდასა და მაროტას საუბრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ კლუბები ფრანგი ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობას გააგრძელებენ.
როგორც Sky Sports იუწყება, პოლ პოგბას კატალონიურ კლუბში გადასვლა 2016 წელს სურს. შეგახსენებთ, კატალონიელებს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს ფეხბურთელის შეძენის უფლება არ აქვთ.
გავრცელებული ინფორმაციით, პოგბას შეძენა ასევე სურს მადრიდის “რეალს.”
2012 წელს პოგბამ ფერგიუსონის “მანჩესტერ იუნაიტედი” დატოვა და კარიერა “იუვენტუსში” განაგრძო. ფრანგი მოთამაშე იტალიური კლუბის ერთ-ერთ ლიდერად ითვლება.