სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ჩოგბურთი

23:35 | 26.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავა მეწყვილის წინააღმდეგ

ქალთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი სოფო შაფათავა იტალიის ქალაქ გრადოში იმყოფება და საერთაშორისო ტურნირში, რომლის საპრიზო ფონდიც 25 ათასი დოლარია, პირველი მატჩიც ჩაატარა.

წყვილთა შეჯიბრის საწყის რაუნდში შაფათავა და რუსი მარინა შამაიკო მე-3 ნომრად განთესილ შვეიცარიულ-ბრაზილიურ დუეტს (გოლუბიცი-ჰადად მაია) გაეჯიბრნენ და 6:7 (4:7), 2:6 წააგეს.

ერთეულთა ტურნირში შაფათავას მე-8 რეიტინგი გააჩნია და პირველ შეხვედრაში სწორედ შამაიკოს ეთამაშება, რომელმაც საკვალიფიკაციო რაუნდის დაძლევა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.114858