ფეხბურთი

23:11 | 26.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტურემ და ვისდომმა “ლივერპულთან” გაახანგრძლივეს

“ლივერპულის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, კოლო ტურემ და ანდრე ვისდომმა ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივეს. 22 წლის ვისდომმა ლივერპულელებთან 2019 წლამდე გაახანგრძლივა კონტრაქტი, ტურე კი კიდევ ერთი სეზონით ითამაშებს მერსისაიდელთა შემადგენლობაში.

34 წლის კოლო ტურე 2013 წლის ივლისიდან “ლივერპულის” ფეხბურთელია. მას ასევე უთამაშია ლონდონის “არსენალსა” და “მანჩესტერ სიტიში.” ტურემ სანაკრებო კარიერა მიმდინარე წელს დაასრულა.

ვისდომი 2012 წელს გამოჩნდა “ლივერპულის” ძირითად გუნდში. გასული ორი სეზონი განათხოვრების წესით “დერბი ქაუნთსა” და “ვესტ ბრომვიჩში” გაატარა. სავარაუდოდ, შემდეგ სეზონს “ლივერპულთან” ერთად დაიწყებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117907