გულშემატკივართა დასწრების მხრივ “დორტმუნდის” სტადიონი “სიგნალ იდუნა პარკი” ევროპაში პირველ ადგილზეა. საუბარია 2014/2015 წლების სეზონზე. დორტმუნდელთა საშინაო მატჩებს საშუალოდ 80 424 ქომაგი ესწრებოდა - მიუხედავად იმისა, რომ იურგენ კლოპის გუნდი ვარსკვლავებს ვერ წყვეტდა, ტრიბუნები პირთამდე ივსებოდა.
მეორე ადგილზეა “ბარსელონას” კამპ ნოუ” (79 191), მესამეზე - “მანჩესტერის” “ოლდ ტრაფორდი” (75 335), მეოთხეზე “ბაიერნის” “ალიანს არენა” (72 882), ხოლო მეხუთეა “რეალის” “სანტიაგო ბერნაბეუ” (72 618).
ცალკე სათქმელია “სიგნალ იდუნა პარკზე” შექმნილი ატმოსფერო, ყვითელ ფერებში გაწყობილი.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ბრავო შერმინტორ !!! ბარსელონაც უნდა ჩატენო კალათში