ფეხბურთი

15:48 | 26.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

დელ ბოსკემ ნაკრებში 24 ფეხბურთელს უხმო

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ ივნისის თვეში ბელორუსიისა და კოსტა რიკის ნაკრებებთან სათამაშოდ გუნდში 24 ფეხბურთელს უხმო. "ფურიე როხას" შემადგენლობაში დელ ბოსკემ ზედიზედ მეორედ უხმო ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდ ალვარო მორატას. სამაგიეროდ, რჩეულთა შორის ვერ მოხვდნენ მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა და ლონდონის "ჩელსის" თავდამსხმელი დიეგო კოშტა. ევროპის მოქმედ ჩემპიონთა რიგებში ორი დებიუტანტია, ორივე "სევილიადან" - მეკარე სერხიო რიკო და ნახევარმცველი ალექს ვიდალი.

მხცოვანი სპეციალისტის რჩეულთა სია შემდეგნაირია:

მეკარეები: იკერ კასილიასი ("რეალი"), დავიდ დე ხეა ("მანჩესტერი"), სერხიო რიკო ("სევილია")

მცველები: ხუანფრანი ("ატლეტიკო"), ხერარდ პიკე ("ბარსელონა"), დანიელ კარვახალი ("რეალი"), მარკ ბარტრა ("ბარსელონა"), სერხიო რამოსი ("რეალი"), ხორდი ალბა ("ბარსელონა"), ხუან ბერნატი "(ბაიერნი")

ნახევარმცველები: სერხიო ბუსკეტსი ("ბარსელონა"), მიკელ სან ხოსე ("ბილბაო"), კოკე ("ატლეტიკო"), ვიტოლო ("სევილია"), სანტი კასორლა ("არსენალი"), ანდრეს ინიესტა ("ბარსელონა"), სესკ ფაბრეგასი ("ჩელსი"), ისკო ("რეალი"), ალექს ვიდალი ("სევილია"), დავიდ სილვა ("სიტი")

თავდამსხმელები: პაკო ალკასერი ("ვალენსია"), ალვარო მორატა ("იუვენტუსი"), პედრო როდრიგესი ("ბარსელონა"), ნოლიტო ("სელტა")

0.122968