ფეხბურთი

14:59 | 26.05.2015 | ნანახია 871 - ჯერ

დროგბას შეთავაზებები MLS-დან აქვს

ლონდონის "ჩელსიდან" აბარგებულმა ლეგენდარულმა კოტ დივუარელმა თავდამსხმელმა დიდიე დროგბამ "დეილი ტელეგრაფთან" საუბარში თავის მომავალზე ისაუბრა. 37 წლის ფეხბურთელის განცხადებით, ფეხბურთის თამაშს ისევ აპირებს და შემოთავაზებები ამერიკის შეერთებული შტატებიდან აქვს.

"შეერთებული შტატებიდან დაინტერესებულნი არიან, მაგრამ ახლა დასაფიქრებლად დრო მჭირდება, იმისათვის თუ რა იქნება ჩემთვის უკეთესი. თუმცა ერთი რამ ცნობილია - ფეხბურთის თამაში ისევ მინდა", - ამბობს დროგბა.

აფრიკელი ფორვარდი "ჩელსის" ერთი წლის წინ დაუბრუნდა და ინგლისის პრემიერლიგაში 28 მატჩში 4 გოლის გატანა მოახერხა. ისე კი კარიერის გამორჩეული წლები "არისტოკრატების" რიგებში 2004-2012 წლებში გაუტარებია.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:41 | 04.05.2016
NGoLo KaNte (36472)

კინგ

15:29 | 26.05.2015
gerard888 (1536)

დროგბა მაგარი კაცია.

15:03 | 26.05.2015
TERRY 26 LAMPARD 8 (3422)

ესეც წავა ამერიკაში და ლამპოსთან ერთად ითამაშებს მერე კი ერთადაც დაბრუნდებიან ჩელსიში სხვადასხვა თანამდებობებზე.

0.067668