ფეხბურთი

13:42 | 26.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტურე "სიტიში" რჩება

ინგლისური "მანჩესტერ სიტის" კოტ დივუარელი ნახევარმცველის იაია ტურეს სეზონის დასრულების შემდეგ გუნდის შესაძლო დატოვების შესახებ საუბრები დიდი ხანია მიმდინარეობს. ფეხბურთელს ყველაზე მეტად მილანის "ინტერს" უკავშირებდნენ, თუმცა აფრიკელი მოთამაშის აგენტმა დიმიტრი სელუკმა "სქაი სპორტთან" საუბარში თავისი კლიენტის "ეტიჰად სთედიუმიდან" აბარგება გამორიცხა.

"ინტერი" და რამდენიმე გუნდი ჩემი კლიენტის მიმართ დაინტერესებას მართლაც იჩენენ, თუმცა "სიტიმ" გადაწყვიტა ფეხბურთელი შეინარჩუნოს. ახალი კონტრაქტი არ გაფორმდება, მაგრამ იგი მიმდინარე ხელშეკრულების დასრულებამდე მანჩესტერში დარჩება", - განაცხადა სელუკმა.

იაია ტურე "სიტიში" 2010 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში მან პრემიერლიგაში გუნდის ღირსება 29 მატჩში დაიცვა და 10 გოლის გატანა შეძლო. ინგლისურ გუნდთან ტურეს კონტრაქტი 2017 წლამდე აკავშირებს.

0.111754