ჩოგბურთი

11:30 | 26.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ენდი მარეი - პირველი ბარიერი დაძლეულია

ოლიმპიურმა ჩემპიონმა ენდი მარეიმ საფრანგეთის ღია პირველობაზე წარმატებული სტარტი აიღო. პირველ წრეში შოტლანდიელმა არგენტინელ ფაკუნდო არგუელიოს 6:3, 6:3, 6:1 სძლია, ნამატჩევს კი ჟურნალისტებს შემდეგი განუცხადა:

“ვერ ვიტყვი, რომ პირველი სეტი იოლად მოვიგე, პირიქით გვარიანადაც გამიჭირდა. ამის მიზეზი დიდწილად სიცივე და ქარია. მოგვიანებით ქარი ჩადგა და უკეთაც ავთამაშდი. მეორე-მესამე სეტებში სხვა დონის ჩოგბურთი ვუჩვენე მაყურებელს”.

მარეიმ არგენტინელს საათსა და 44 წუთში მოუგო. ენდის ანგარიშზე 6 ბრეიკი და 5 ეისია. მარეი და არგუელიო საჩოგბურთო კარიერის განმავლობაში ერთმანეთს პირველად შეხვდნენ.

თეგებიენდი მარეი
0.11728