ფეხბურთი

11:24 | 26.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

დროგბა კარიერის დასრულებას არ ჩქარობს

37 წლის კოტ დივუარელი ფორვარდი დიდიე დროგბა ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდებას არ ჩქარობს და ახალი კლუბის ძიებაშია.

პრემიერლიგის სეზონის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ დროგბა “ჩელსიში” აღარ დარჩებოდა და ახლა ისეთ კლუბს ეძებს, რომელშიც რეგულარული სათამაშო პრაქტიკა ექნება.

“რამდენიმე დღე, რამდენიმე კვირა მაქვს იმისათვის, რომ დავფიქრდე და გადავწყვიტო, რა იქნება ჩემთვის უკეთესი. ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცი ისაა, რომ თამაში მინდა. მას შემდეგ, რაც “ჩელსიდან” წასვლის შესახებ განცხადება გავავრცელე, გამოჩნდნენ გუნდები, რომელთაც მართლაც ვჭირდები და ამან გამამხიარულა. მსურს, რომ მომავალ სეზონში იმაზე მეტი სათამაშო პრაქტიკა მქონდეს, ვიდრე “ჩელსიში” მქონდა. მინდა იქამდე ვითამაშე, სანამ არ ვიტყვი - მეტი აღარ შემიძლია. ჯერჯერობით მსგავსი არაფერი ხდება”, - თქვა დროგბამ.

0.115482