კალათბურთი

10:59 | 26.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტეხასელებმა სხვაობა შეამცირეს

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის მეოთხე მატჩი გაიმართა.

“ჰიუსტონმა” შინ “გოლდენ სტეიტი” 128:115 დაამარცხა. მატჩში გადამწყვეტი პირველივე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც ტეხასელებმა 45:22 მოიგეს. მეორე პერიოდში “მეომართათვის” მეტად უსიამოვნო ფაქტი დაფიქსირდა. გუნდის ლიდერი სტეფ კარი ზურგით დაეცა, დიდი საშიშროება იყო ტრავმა სერიოზული აღმოჩენილიყო. კარიმ პარკეტი დატოვა და მეორე პერიოდში აღარ გამოჩენილა. მაგრამ, როგორც ჩანს ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და გამთამაშებელი პარკეტს მესამე პერიოდში დაუბრუნდა. “ჰიუსტონს” ტრადიციულად ჯეიმს ჰარდენმა ულიდერა, რომელმაც “მეომრებს” 45 ქულა ჩაუგდო. “ბაბუაწვერამ” 11-დან 7 სამქულიანი, 11-დან 6 ორქულიანი და 13-დან 12 საჯარიმო სროლა ჩააგდო. სერიას “გოლდენ სტეიტის” 3:1 იგებს. მეხუთე მატჩი 28 მაისს ოკლენდში გაიმართება.

“ჰიუსტონ როკითსი” – “გოლდენ სტეიტ უორიორსი” 128:115 (45:22, 24:37, 30:25, 29:31)

“ჰიუსტონი”: ჰარდენი (45 ქ. 9 მ. 5 პ.), სმიტი (20 ქ. 6 მ. 5 პ.), არიზა (17 ქ.), ჰოვარდი (14 ქ. 12 მ.), ჯონსი (14 ქ.), ტერი (10 ქ.6 მ.), კაპელა (4 ქ.), პრიჯიონი (3 ქ.), ბრიუერი (1 ქ.)

“გოლდენ სტეიტი”: ტომპსონი (24 ქ.), კარი (23 ქ.), გრინი (21 ქ. 15 მ.), ბარნსი (14 ქ.), იგუადალა (13 ქ. 7 მ.), ბარბოსა (12 ქ.), ლივინგსტონი (4 ქ.), ეზელი (4 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=QAzILKpb0Qg

სერიაში ანგარიში 1:3 გახდა

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.159254