“ვალენსიას” მცველის, ნიკოლას ოტამენდის აგენტი ეუხენიო ლოპესი აცხადებს, რომ მისი კლიენტი ესპანური გუნდის დასატოვებლად ყველაფერს გააკეთებს.
“ნიკო “ვალენსიადან” წასასვლელად ყველაფერს აკეთებს. მან პრეზიდენტს 2 თვის წინათ უთხრა, რომ წასვლა უნდა. რუფეტეს სიტყვებმა გამაკვირვა. მან თქვა, რომ ნიკო არსად წასვლას არ აპირებს. ეს ტყუილია.
მოლაპარაკებებს რამდენიმე კლუბთან ვაწარმოებთ. “ვალენსიას” ახალი კონტრაქტი არ შემოუთავაზებია და ნიკო ამას არც ელოდება.” – განაცხადა არგენტინელი ცენტრალური მცველის აგენტმა.
ნიკოლას ოტამენდი “ვალენსიაში” 2014 წელს გადავიდა. მიმდინარე სეზონში მან 38 შეხვედრა ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ 27 წლის ფეხბურთელმა “მანჩესტერ იუნაიტედთან” კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა.