პანტიანში სტარტი აიღო ზედიზედ მე-3 საერთაშორისო ტურნირმა, რომლის საპრიზო ფონდიც 10 ათასი დოლარია. შეჯიბრის საკვალიფიკაციო ბადეში ერთბაშად 8 ქართველი ჩოგბურთელი ჩაება, რომელთაგან მიზანს ერთადერთმა უწია.
წარმატებას შოთა მეფარიძემ მიაღწია, რომელმაც პირველ რაუნდში სომეხ ჰენრიკ ნიკოგოსიანს სძლია (6:2, 6:0), შემდეგ კი რუსეთის სახელით მოთამაშე ტარასი კიკალიშვილიც იოლად დაამარცხა – 6:0, 6:0. ძირითად ბადეში მეფარიძე პოლონელ კაროლ დრჟევიეჩკის გაეჯიბრება.
სამწუხაროდ, კვალიფიკაცია ვერ გაიარეს ალექსანდრე ანდღულაძემ, ნიკა დოლიძემ, გიორგი რევაზიშვილმა, გიორგი გიუნაშვილმა, გიორგი ლოქაპიშვილმა, გიორგი ბუზალაძემ და გიორგი უშანგიშვილმა.
ძირითად ბადეში მეფარიძის გარდა, კიდევ 4 ქართველი მოხვდა, რომლებიც იქ პირდაპირ იყვნენ დაშვებულნი: ალექსანდრე მეტრეველი, გიორგი ცივაძე, გიორგი ჯავახიშვილი და ალექსანდრე ბაკში.
საწყის წრეში მე-7 ნომრად განთესილმა მეტრეველმა კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული – მექსიკელი ჯეფ გერერო 6:1, 6:3 დაამარცხა და მერვედფინალში გააღწია.
ამავე ეტაპის საგზური მოიპოვა მე-8 რეიტინგის მქონე ცივაძემაც, რომელმაც ყატარელ მუბარაკ შანან ზაიდის სძლია – 6:2, 6:2. მერვედფინალში მისი მეტოქე ბელგიელი სტიინ მეულემანსი იქნება.
ბაკში საწყის შეხვედრაში მე-2 ნომრად გათესილ რუს ვიკტორ ბალუდასთან 4:6, 2:6 დამარცხდა.
წყვილთა ტურნირში ჯავახიშვილმა და მეტრეველმა (მე-4 განთესვა) სომხებს – ავეტისიანს და ხაჩატრიანს 6:0, 6:4 მოუგეს და მეოთხედინალში ბაკშის და დოლიძეს გაეჯიბრებიან. მათთან სათამაშოდ რუსები – ბარიშევი და კოროვინი არ გამოცხადდნენ.
პირველი წრის კიდევ ერთ მატჩში მეფარიძე და ბელგიელი მეულემანსი ცივაძეს და ამერიკელ გურევიჩს გაეჯიბრებიან.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
როგორ მიყვარდა ბალაკი ერთ დროს და რას წარმოვიდგენდი რომ აღარ დამაინტერსებდა ამისი ამბები მომავალში. რაც ლევერკუზენიდან წავიდა მის მერე გაუფასურდა ჩემს თვალში. მერე ჩელსი.
იმედია მწვრთნელობაში მაინც გაგიმართლებს 13
კაცი რომელმაც ჩელსი და გერმანიიის ნაკრები შემაყვარა
არა რაა მაგარი იგროკი იყო
ჯერ კიდე დეკემბერში იძახდა მწვრთნელის კურსები უნდა გავიაროო და მე მეგონა სექტემბრიდან დაიწყებდა საქმიანობას მარა ამას ჯერ ლიცენზიაც არ ქონიააა..... ისე მაგარი ჭკვიანი ფეხბურთელი იყო და წესით მაგარი მწვრთნელიც უნდა დადგესსს
წარმატებები როგორც ფეხბურტელი მაგარი იყო იმედია მწვრთნელის რანგშიც წარმატებას მიახწევს
მაგარი ხარ ბალაკ,ერთ-ერთი იმათგანია ვინც ფეხბურთი შემაყვარა გერმანია და ბუნდესლიგა,იმედია მწვრთნელიც კარგი დადგები და ბაიერნშიც სიამოვნებით გიხილავთ წლების მერე
მაგარი იყავი და იმედია მწვრთლეიც მაგარი იქნები
))