ფეხბურთი

22:21 | 25.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

Marca: ანჩელოტი გაათავისუფლეს

ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Marca იტყობინება, რომ მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს და სულ მალე, “სამეფო კლუბი” აღნიშნულ ცნობას ოფიციალურად დაადასტურებს.

აღნიშნული წყაროს ცნობით, კლუბის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა და კარლო ანჩელოტიმ დღეს პირისპირ ისაუბრეს და იტალიელის მადრიდიდან აბარგება გადაწყდა.

შეგახსენებთ, რომ ანჩელოტი “რეალში” 2013 წლიდან მუშაობდა. იტალიელმა გასულ სეზონში “ბლანკოსთან” ერთად ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი, ესპანეთის თასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო. მიმდინარე სეზონში კი, უტიტულოდ დარჩა და პერესმა ეს არ აპატია.

0.111809