ფეხბურთი

21:39 | 25.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

უელბეკი თასის ფინალში ვერ ითამაშებს, არტეტას შანსი აქვს

ლონდონის “არსენალის” თავდამსხმელი დანი უელბეკი თავის გუნდს ვერც ინგლისის თასის ფინალში, “ასტონ ვილასთან” გასამართ მატჩში დაეხმარება.

24 წლის ფეხბურთელი, მუხლის ტრავმის გამო, 26 აპრილის შემდეგ უთამაშებელია.

კარგი ამბავი ისაა, რომ 30 მაისს გასამართ ფინალში თამაშის შანსი აქვს მიკელ არტეტას, რომელიც მოედანზე გასული წლის ნოემბრის შემდეგ არ გამოჩენილა.

“დანი ვერ დაგვეხმარება, რადგან მას ვარჯიში ჯერ არ დაუწყია. არტეტას დაბრუნება კი რეალურია, რადგან ის უკვე გუნდის დანარჩენ წევრებთან ერთად ვარჯიშობს.” – განაცხადა ლონდონელთა მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა.

0.116111