ბუნდესლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა გერმანიის 2014/2015 წლების სეზონის ჩემპიონატის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა.
როგორც მოსალოდნელი გახლდათ, წლის საუკეთესო თერთმეტეულში ყველაზე მეტი, ხუთი მოთამაშე მიუნხენის “ბაიერნიდან” მოხვდა, რომელიც დამაჯერებლად გახდა ჩემპიონი.
2014/2015 წლების სეზონის საუკეთესო გერმანული გუნდი ასეთია:
მეკარე: მანუელ ნოიერი (“ბაიერნი”);
მცველები: ჟერომ ბოატენგი (“ბაიერნი”), მარტინ შტრანზლი (“გლადბახი”), რიკარდო როდრიგესი, ვეირინია (ორივე “ვოლფსბურგი”);
ნახევარმცველები: დავიდ ალაბა, არიენ რობენი (ორივე “ბაიერნი”), გრანიტ ხაკა (“გლადბახი”), კევინ დე ბრუინი (“ვოლფსბურგი”), მარკო როისი (“დორტმუნდი”);
თავდამსხმელი: რობერტ ლევანდოვსკი (“ბაიერნი”).