ფეხბურთი

18:52 | 25.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

კრაუჩმა შირერის რეკორდი გააუმჯობესა

“სტოკ სიტის” 34 წლის თავდამსხმელმა, პიტერ კრაუჩმა, “ლივერპულთან” გამართული შეხვედრის მიწურულს, მეტოქის კარი თავური დარტყმით აიღო და ალან შირერის რეკორდი გააუმჯობესა.

შირერს, “ბლექბერნისა” და “ნიუკასლის” შემადგენლობაში, პრემიერლიგის მატჩებში, თავური დარტყმით, 47 გოლი ჰქონდა გატანილი. გუშინდლამდე, ასეთივე შედეგი ჰქონდა კრაუჩსაც, მაგრამ “ლივერპულთან” გამართული შეხვედრის 86-ე წუთზე მან 48-ე გოლი გაიტანა და პრემიერლიგის ახალი რეკორდი დაამყარა.

0.119267